ავარია ქვემო ფონიჭალაში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა

ავარია მოხდა თბილისში, ქვემო ფონიჭალაში. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავებულია მხოლოდ ერთი ადამიანი.

შემთხვევის შედეგად დაშავებული მოტოციკლის მძღოლი  ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას მსუბუქი დაზიანება მუცლის ღრუში აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

loading…

პოპულარული

“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ორსული მეგან მარკლის „უხერხულად შიშველი“ ფოტოები - ჰერცოგიანიამ სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
თბილისში მძღოლებმა საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტეს
დაწერე კომენტარი