ავარიის შედეგად თელავში ორი ადამიანი დაშავდა

არ გადაკვეთოთ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

”ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, ასევე, მძიმეა 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზეა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

დაწერე კომენტარი