უბედური შემთხვევა: ტყიბულში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ტყიბული-ქუთაისის ავტომაგისტრალზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ მიერ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაშავებულები რეანიმობილით ქუთაისში ინტერვენციული დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო.

რეკლამა

დაწერე კომენტარი