,, გიდასტურებთ, რომ ავად ხართ. სამწუხაროდ მკურნალობას არ ექვემდებარებით!” – მაკა ჩხეტია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართვას

მაკა ჩხეტია facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც იგი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ  ირაკლი კაკულიას ეხმაურება:

საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა კაკულიამ გადაწყვიტა, რომ არ ვიყო მისი პრესსამსახური, როგორც კომენტარიდან გავარკვიე თურმე ოპოზიციის პოლიტიკური სიმპატია ვარ. თუმცა, გამოიჩინა გულისხმიერება და შემომთავაზა სხვაგან გადასვლა. ეგ სამსახური შენ ,,სიმპატიებს” შესთავაზე ბატ თავმჯდომარევ😂.
11 წელი საჯარო სამსახურში. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წლები. მიღებული ცოდნა და პროფესიული ზრდის უწყვეტი პროცესი. მადლობა იქ მომუშავე ყველა პროფესიონალს  
ვფიქრობ, რომ ეს იქნება თქვენი კარიერის დასასრული, კარიერის, რომელიც ძალიან ბინძური მეთოდებით დაიწყეთ. ფოთის ისტორიაში შეხვალთ, როგორც ყველაზე უთავმოყვარეო, მხდალი და თანამდებობისთვის შეუფერებელი პიროვნება.
და ბოლოს თქვენი სიტყვებით დავასრულებ, შეიძლება ,,ავადმყოფი ვარ” გიდასტურებთ, რომ ავად ხართ. სამწუხაროდ მკურნალობას არ ექვემდებარებით!

დაწერე კომენტარი