,,ადრე საქართველო ირანის ტერიტორია იყო”–რას უყვებიან ირანელი გიდები ტურისტებს საქართველოში

ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული ტურისტული სააგენტოების რიცხვი  650-მდეა. ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში 60-ზე მეტი ტურისტული კომპანიის მფლობელი უცხოელია.

შავი ჩაი ასკილით

რა პრობლემას უქმნის მსგავსი ტენდენციები, ტურიზმის განვითარებას საქართველოში და რა რეგულაციები უნდა დაწესდეს ამ კუთხით?

ამ შეკითხვებზე myrest.ge-ს ტურისტული სააგენტოს „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძვნებელმა მაია მურაჩაშვილმა და „ველქამ თუ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ნინო ქორიძემ უპასუხეს:

„პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოში არ წესდება არავითარი რეგულაციები ტურიზმის სფეროში. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კუთხით გიდების საქმიანობის გაკონტროლება. ირანში, თურქეთში და ზოგადად აზიურ ქვეყნებში, ძალიან ხშირია შემთხვევები, რომ საქართველოში არც კი ჭირდებათ კომპანიის დარეგისტრირება, ისინი თავიანთ ქვეყანაშივე პოულობენ ტურისტულ ჯგუფებს და საქართველოში აგზავნიან მათივე გიდებით, ხშირ შემთხვევაში მძღოლებითაც და ამ ყველაფერს არავინ აკონტროლებს.

სრულიად გასაგები უნდა იყოს, რომ მსგავს შემთხვევებში, საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა არ შედის, გარდა წვრილმანი ხარჯებისა, რადგან ნაღდი ანგარიშსწორებით, თავიანთ ქვეყნებშივე იღებენ ტურისტებისგან ფულს.  მე ვიცი, რომ თუკი ტურისტების ჯგუფს წავიყვანს სომხეთში, ან აზერბაიჯანში, მე უნდა ავიყვანო იქაური გიდი, იქაური მძღოლი და დავუკავშირდე იქაურ ტურისტულ კომპანიას, რადგან კომპეტენტური და იმ ქვეყნის ისტორიაში გარკვეული ადამიანი გაუძღვეს ჯგუფს. საქართველოში კი ჩამოჰყავთ ჯგუფები, ჰყავთ საკუთარი არაქართველი გიდები და სინამდვილეში ამ სფეროში არანაირი განათლება არა აქვთ, რომ აღარაფერი ვთვათ საქართველოს ისტორიის ცოდნაზე.

ეს ყველაფერი თავისთავად მოქმედებს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტსა და რეპუტაციაზე. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ეს ყველაფერი აღმოიფხვრას? რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა გაკონტროლდეს საქართველოში შემოსული ტურისტული კომპანიები და გიდები, აუცილებელი უნდა გახდეს ქართველი გიდის ან თუნდა საქართველოში ამ სფეროში მიღებული განათლების მქონდე ადამიანის გაყოლა ჯგუფზე და დაწესდეს გადასახადები მათთვისაც, ისევე როგორც ჩვენთვის“.- განმარტა ჩევნთან საუბრისას მაია მურაჩაშვილმა.

ნინო ქორიძის  აზრით კი, ის კომპანიები, რომლებსაც უცხოეთიდან საკუთარი ძალებით ჩამოჰყავთ ტურისტები, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ კომპანიებსა და სამსახურს ართმევენ ქართველებს.

„გარდა იმისა რომ ტურებს უცხოეთიდანვე გეგმავენ და არანაირი შეხება არ აქვთ არც ქართველ გიდებთან და ტურისტულ კომპანიებთან, ტურისტებს მცდარ ინფორმაციებს აწვდიან. პირადად მე შევსწრებივარ ფაქტს, როგორ უხსნიდა ირანულენოვანი გიდი აბანოთუბანში ტურისტებს, რომ საქართველო ირანის ტერიტორია იყო და დღესდღეობით არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ამ ისტორიას თავისთავად იჯერებენ და თავიანთ ქვეყანაშიც ჩააქვთ, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას.

გარდა ამისა საქართველოში არსებული სასტუმროებიც რატომღაც თვლიან რომ, უცხოური ტურისტული სააგენტოები უფრო საიმედოები არიან და იმის მაგივრად რომ ჩვენ შეგვიწყონ ხელი, პირიქით, მათ უფრო დაბალ ფასად აძლევენ ტურისტების დაბინავების საშუალებას. ეს ყველაფერი სამომავლოდ ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს, ამიტომ აუცილებელია გატარდეს საჭირო რეგულაციები და გაკონტროლდეს როგორც გიდების, ისე თავად კომპანიების შემოსვლა საქართველოში“.-აღნიშნა ნინო ქორიძემ.

 

წყარო: myrest.ge

loading…

პოპულარული

"ზუსტად 20 წლის წინ" - ფოტო, რომელზეც უამრავ ცნობილ ადამიანს ამოიცნობთ
„მე ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს, ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიცურმა ძალამ“ - თაკო ჩარკვიანი
შოკისმომგვრელი აღმოჩენა - მეგობრებმა შესაძლოა თქვენი სიკვდილი იწინასწარმეტყველონ
სამეფო წყვილი პირველობას არ თმობს - მეგან მარკლის მორიგი შესანიშნავი გამოჩენა (ფოტოები)
დაწერე კომენტარი