ადვოკატი: იტალიის ციხეში ქართველ ემიგრანტს სცემეს და გაუპატიურებით ემუქრებიან

იტალიის ციხეში ქართველ ემიგრანტს სცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან. ინფორმაცია პრესკონფერენციაზე პატიმრის ადვოკატებმა გაავრცელეს.

32 წლის ქუთაისელი ანტონ ჭელიძის უფლებადამცველებმა ბრიფინგზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ქართველ პატიმარს აქვს.

მათი ინფორმაციით, პატიმარს იმ დანაშაულის აღიარებას თხოვენ, რაც არ ჩაუდენია, სასჯელად კი აწამებენ.

„ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე დააკავეს. დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა და ორივე მხარემ დაზიანება მიიღო.

იმის გამო, რომ არ აღიარა დანაშაული უთხრეს, რომ დაისჯებოდა. გადაიყვანეს იზოლატორში, აწამეს, შემდეგ ფლორენციის ციხეში სექსუალური უმცირესობების საკანში მოათავსეს და ეს გამოიყენეს სასჯელად. შელახეს მისი ღირსება. ის მზად არის ნებისმიერი სამართლიანი სასჯელისთვის, ოღონდ ღირსება დაიცვას. სხეულზე აქვს დაზიანებები, თვითმკვლელობა, ცადა. ყველას ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულო ადამიანი“, – განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

პატიმრის უფლებას ასევე „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტის„ ადვოკატი მარი ლევიძე იცავს.

ადვოკატების თქმით, საქმის შესახებ ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საპარლამენტო მდივანი. ისინი მოუწოდებენ, უწყებებს დროულად მოხდეს თემით დაინტერესება და ჩაერიონ, რომ შეწყდეს პატიმრის წამება.
primetime.ge

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი