ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს

ლევან ჯიბღაშვილი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მსახიობს ბრალს ამ წუთებში აცნობენ. ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები ნამდვილად მისი მანქანიდან ამოიღეს, თუმცა ამბობს, რომ აკრძალული ნივთიერება მისი არ ყოფილა.

მსახიობის პოზიციის შესახებ მისი ადვოკატი მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ ესაუბრა.  

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი მისი მაღალჩინოსანი მეგობრის გვარს ახსენებდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ იყო ჯიბღაშვილის მანქანიდან ამოღებული ჩანთა მსახიობის მეგობრის, ადვოკატმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

ჟურნალისტის კიდევ ერთ შეკითხვაზე, ჩაუდეს თუ არა ნარკოტიკული საშუალება ჯიბღაშვილს, ადვოკატმა პასუხის გაცემა არ ისურვა.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მანქანიდან ამოღებული ნივთიერება ნარკოტიკული საშუალებაა. ადვოკატი არ ამბობს, რა რაოდენობის ნარკოტიკია მსახიობის ავტომობილიდან ამოღებული. ამირან გიგუაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. მისი თქმით, ჯიბღაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

პოპულარული

"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში
დაწერე კომენტარი