“ადამიანი, რომელიც შეგნებულად არღვევს კანონს უნდა დაისაჯოს” – ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ბიბილოვი

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ისტერიკად აფასებს დასავლეთის მოწოდებას ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ადამიანი, რომელიც შეგნებულად არღვევს კანონს უნდა დაისაჯოს.

“სასამართლოს გადაწყვეტილება ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სამართლიანია- ადამიანმა, რომელიც შეგგნებულად არღვევს კანონს, ამაზე პასუხი უნდა აგოს. გაფრინდაშვილმა მიზანმიმართლად და გაცნობიერებულად დაარღვია სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო საზღვარი. სამწუხაროა, რომ ამ სიტუაციას პოლიტიკურ მანიპულაციებს არგებენ“ ,- განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე უარს აცხადებს აგრეთვე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საგარეო უწყებაც. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილის პროფესიულ საქმიანობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და იგი ჩვეულებრივი კანონდამრღვევია.

ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც უკვე თვეზე მეტია რაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ნიუპოსტი

პოპულარული

ჩინეთმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1000 საწოლიანი საავადმყოფო 48 საათში ააგო
სექსუალური ძალადობის შემდეგ, შშმ პირი 65 წლის კაცისგან დაორსულდა - რა წერია ზუგდიდში 22 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეში
ჩინელმა მკვლევარებმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინა შექმნეს
"ხელი ჩაწიე, უზნეო ხალხი ხართ" - ლაჩარი ხარ!"- დაპირისპირება მდინარაძე-ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
დაწერე კომენტარი