“აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია”- აშშ-ში საქართველოს საელჩო ჯაველინების საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილი ჯაველინების რუსეთისთვის შესაძლო გადაცემის საკითხზე, აშშ-ში საქართველოს საელჩო ეხმაურება.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად ცრუ და ყალბია და საქართველო – ამერიკის სტარტეგიული პარტნიორობისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად:

„დღეს დილიდან, ანონიმური წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით.“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინტერნეტგამოცემა reportblogs.com-ის ბმული, სადაც 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ თბილისში ყოფნისას აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ამერიკის მიერ გადმოცემული ჯაველინების რუსეთისთვის გადაცემა, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეჩერებას გამოიწვევს.

აღნიშნული ინტერნეტრესურსი მხოლოდ რამდენიმე დღის დარეგისტირებულია.

პოპულარული

15 წლის შალვა, რომელიც გაჭირვების გამო შიმშილობდა და მისი თვითმკვლელობა, ხელისუფლება კი ხელფასებს იზრდის (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებულია რეალობასთან“- ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი