„ხო, შენ დათხარე თვალები ხალხს” -“ოცნების” დეპუტატმა ხალხის დაზიანება თინა ბოკუჩავას დააბრალა

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვინც იყო მონა, დღეს აი, აქ სხედან,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. სხდომაზე უკვე რამდენიმე საათია ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეცერების საკითხს განიხილავენ.

კომიტეტის სხდომაზე ხმაური, დაპირისპირებაა და უკონტოლო ვითარებაა.

„ააბუნტეთ ხალხი, ხო, შენ დათხარე, რომ მოუწოდე ხალხს, პარლამენტში შემოვარდნილიყვნენ, შტურმი გამოაცხადეთ და მერე გაიქეცით და ახალგაზრდებს შეატოვეთ, იღებ ამ შტურმზე პასუხისმგებლობას?“ – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენელს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუხდია საზოგადოებისთვის ბოდიში წამებისთვის და სხვა დანაშაულებისთვის.

„გაუპატიურებისა და წამებისთვის ხალხისთვის ბოდიში ერთხელაც არ მოგიხდენიათ,“ – განაცხადა სალომე სოფო კილაძემ.

ანრი ოხანანაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - ნინო ბურჯანაძეს გავრილოვის ინციდენტზე ბოდიში არ მოუხდია" - პარტიის პრესსამსახური
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი