“Слава Украине” – ერდოღანი სირიაში რუსეთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე უკრაინაში ჩავიდა და კიევს სამხედრო დახმარებას დაპირდა

ზელენსკი და ერდოღანი წითელ ხალიჩაზე

„დიდება გმირებს“ – ასე მიესალმა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უკრაინელ სამხედროებს ოფიციალურ ცერემონიალზე კიევში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თურქული ჯარი დაბომბა სირიის არმიამ, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს. ერდოღანის ვიზიტისას სამუშაო შეხვედრა შედგა უკრაინელ კოლეგასთან.

ზელენსკისთან შეხვედრის დროს თურქულმა მხარემ პირობა დადო, რომ უკრაინას $50 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალზე დაძაბულია სირიაში ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთს შორის. ანკარა ადანაშაულებს რუსეთს ასადის აგრესიული რეჟიმის მხარდაჭერაში. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობს, რა დროსაც 4 თურქი და 35-მდე სირიელი სამხედრო დაიღუპა.

პოპულარული

დედაქალის მერს ნერვებმა უმტყუნა - კახა კალაძემ ვარკეთილში, აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა (ვიდეო)
შორენა ბეგაშვილის რჩეული ე.წ კანონიერი ქურდია? - ვის გამო დაანგრია სექს-სიმბოლომ ოჯახი?
უკრაინული იარაღის მწარომებლის უახლესი ტექნოლოგია, რომელმაც დონბასში მყოფ რუსულ საოკუპაციო ძალებში პანიკა გამოიწვია (ვიდეო)
ვინ არის მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა - ახალი დეტალები
დაწერე კომენტარი